მომხმარებლის სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მეწარმე ქალთა საბჭოს პორტალზე რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით.
ამ მიზნით, კანდიდატმა უნდა შეავსოს რეგისტრაციის განაცხადი გაწევრიანება (გადადით ლინკზე და შეავსეთ ფორმა).
გაითვალისწინეთ, რომ საბჭოში გაწევრიანებისას უნდა მიუთითოთ სტატუსი: წევრი, წარმომადგენლობითი წევრი, გამომწერი (საწევროს გარეშე, ზოგად ინფორმაციაზე წვდომა).
წევრობის შემთხვევაში - ერთი წლის საწევრო შენატანია 120 ლარი. განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში ორგანიზაციის გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რაზეც განმცხადებელს ეცნობება ელფოსტის საშუალებით.
წარმომადგენლობითი წევრობის შემთხვევაში: ერთი წლის საწევრო შენატანია 320 ლარი.
გამომწერი (საწევროს გარეშე, ზოგად ინფორმაციაზე წვდომა).
საწევროს გადახდის წესი:
* წევრი წინასწარ ფარავს საწევრო შენატანს. * წესდებით გათვალისწინებული გარემოებების - წევრობის შეწყვეტის ან შეჩერებისას, გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. * წევრს ავტომატურად ენიჭება წარმომადგენობითი წევრის სტატუსი, თუ ერთი წლის განმავლობაში მის მიერ ორგანიზაციის ანგარიშზე შემოტანილი თანხა ჯამში შეადგენს 120 ლარს. აღნიშნული სტატუსი ძალაშია სტატუსის მინიჭებიდან 1 წლის განმავლობაში, თუ მას სხვა მიზეზით არ შეუწყდა კლუბის წევრობის სტატუსი.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: ა(ა)იპ მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში ს/კ: 406159696 თი-ბი-სი ბანკი ბანკის კოდი - TBCBGE22 ანგარიშსწორების ანგარიში: GE17TB7306136080100003 /GEL
ნებისმიერი კითხვის ან პრობლემის წარმოშობისას მიმართეთ პორტალის ადმინისტრატორს ელფოსტაზე info@wbcg.ge |